LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

70

ესპანეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ესპანეთის მთავრობა ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს, თუ რა გარემოებაში დაიღუპა „სეპარატისტული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი“.

„აღნიშნული გამოძიებისთვის დახმარების გაწევა შეიძლება, მოხდეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით,“  – აღნიშნეს ესპანეთის საგარეო უწყებაში.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები