LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის დედოფალი დედამთილს საჯაროდ შეურიგდა (ფოტო)

242

კონფლიქტი ესპანეთის დედოფალ ლეტისიასა და დედამთილს, დედოფალ სოფიას შორის აღმოფხვრილია. მას შემდეგ რაც სამოყვარულო ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა, სადაც ლეტისია დედამთილს ხალხში უყვირის და მედიასთან მაიხლოების საშულებას არ აძლევს, სამეფო ოჯახს განცხადება არ გაუკეთებია. ამის სანაცვლოდ მონარქებმა აქცენტი დიპლომატიაზე გააკეთეს და გადაწყვიტეს, სოფია და ლეტისია უფრო თბილ გარემოში გამოეჩინათ. ამ მიზნით ესპანეთის მეფე, ფილიპი მეუღლესთან, დედასთან და ქალიშვილებთან ერთად ერთ-ერთ ჰოსპიტალს ესტუმრა.  მონარქები მანქანიდან ერთად გამოვიდნენ და დიხანს იპოზიორეს ფოტოგრაფებთან იმის დასასმტკიცებლად, რომ ოჯახში კონფლიქტი აღმოფხვრილია.

გავრცელებული ვიდეოს გამო, ლეტისია არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ის 76 წლის მონარქის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ამჯერად კი ლეტისია უფრო თავდაჭერილი ჩანდა. მან თავად გაუხსნა დედამთილს მანქანის კარი, მოგვიანებით კი ჰოსპიტალში მასთან ერთად შევიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები