LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს: ფიფას კორუფცია გრძელდება

74

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი და მისი ვაჟი დღეს დააკავეს.

67 წლის ჩინოვნიკის დაკავება ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგია.

დაიჭირეს ფედერაციის სხვა თანამშრომლებიც. კერძოდ, ეკონომიკის საკითხებში ვიცე პრეზიდენტი ხუან პადრონი.

დაკავებულები მთელ რიგ დარღვევებში არიან ეჭვმიტანილები: არაკეთილსინდისიერი ადმინისტრირება, გახარჯვა, კორუფცია, დოკუმენტების გაყალბება.

2015 წელს ვილიარი ფიფას და უეფას კორუფციულ სკანდალში გაეხვა. მაშინ ფიფას ეთიკის კომიტეტი მის წინააღმდეგაც აწარმოებდა ძიებას. მაშინ ვილიარი ფიფა-უეფაში ვიცე პრეზიდენტის თანამდებობებს იკავებდა.

მაშინ ისიც ითქვა, რომ მას შეეძლო უეფას თავკაცის პოსტი ჩაებარებინა მიშელ პლატინის წასვლის შემთხვევაში. ვილიარმა კანდიდატურა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნა.

ვილიარი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 1988 წლიდან ხელმძღვანელობს. წელს ის მერვედ აირჩიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები