LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის მეფე კატალონიის ქალაქ ჟირონაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

85

ესპანეთის მეფე, ფელიპე VI, კატალონიის ქალაქ ჟირონაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ჟირონას საქალაქო საბჭომ მიიღო.

შესაბამის წინადადებას ესპანელი მონარქის ქალაქისთვის არასასურველ პირად ცნობის შესახებ საქალაქო საბჭოს პლენალურ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

პერსონა ნონ გრატას სტატუსი ჟირონაში, ასევე, კატალონიაში ესპანეთის მთავრობის სრუფლებიან წარმომადგენელს, ენრიკ მიიოს, მიენიჭა.

ამასთან, ჟირონას საქალაქო საბჭომ ხმათა უმრავლესობით ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის მოქმედების მხარდაჭერაზე უარის თქმას დაუჭირა მხარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები