LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

79

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს.

ესპანური მედიის ცნობით, კამბილსში ტერორისტები პოლიციამ მას შემდეგ მოკლა, რაც ისინი სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახნენ.

ერთ-ერთი რადიოსადგურის ცნობით, ამ მეორე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, სამს მსუბუქი ტრავმები აღენიშნება.

გამოძიების ვერსიით, მოკლულები ბარსელონას მსგავსი ტერაქტის მოწყობას, სავარაუდოდ, კამბრილსში აპირებდნენ.

მოკლულებს სხეულზე დამონტაჟებული ასაფეთქებლები და იარაღი აღმოაჩნდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები