LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის სკოლებში კალორიული საკვების გაყიდვა აიკრძალა

74

ესპანეთის სკოლებში კალორიული სასმელისა და საკვების გაყიდვა აიკრძალა. მსგავსი გადაწყვეტილება ანდალუსიის რეგიონში მდებარე სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს.

ამიერიდან ბავშვთა გასართობ ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაიყიდება საკვები, რომლის კალორიულობაც მაქსიმუმ 200-ია. საქმე ისაა, რომ ანდალუსიელი ბავშვების 23%-ს ზედმეტი წონა აწუხებს და პრობლემა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება.

შეგახსენებთ, რომ კალორიული საკვების აკრძალვაზე საუბარი პირველად 2016 წელს დაიწყო და მისი დაკანონება მხოლოდ ახლა მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები