LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ბინების გაქურდვაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

30

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში,  ბინების გაქურდვაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაკავებულების ასაკი 28-დან 54-წლამდე მერყეობს.როგორც პოლიციაში აცხადებენ, დამნაშავეები ჯერ აკვირდებოდნენ მსხვერპლს და არჩევდნენ სახლებს, შემდეგ კი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შიგნით შედიოდნენ.

ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, მეორე კი მოპარულ ძვირფას ნივთებთან ერთად მიმალვას შეეცადა.მათი დაკავება პოლიციამ მას შემდეგ მოახერხა, რაც ძარცვის შესახებ სამართალდამცავებს მეზობლებმა შეატყობინეს.

გამოძიება მათ რამდენიმე სახლის გაქურდვაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები