LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ოთხი ტონა კოკაინით დატვირთული ხომალდი დააკავეს

172

ესპანეთში ოთხი ტონა კოკაინით დატვირთული ხომალდი დააკავეს.  როგორც BBC იუწყება, სამართალდამცავების მიერ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების საერთო ღირებულება 260 მილიონ დოლარს აღწევს. სამართალდამცავებმა გემის სამზარეულო გაჩხრიკეს და 165 შეკვრა კოკაინი აღმოაჩნეს, თითოეული 23 კილოგრამს იწონიდა.

ნარკოტიკი მადეირადან აზორის კუნძულებისკენ მცურავ ხომალდზე იპოვნეს. კამორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ხომლადი ესპანეთის პორტში პარასკევს შევიდა. გავრცელებუი ინფორმაციით, ხომალდზე არსებული ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის პოლიციამ ბრიტანელი კოლეგებისაგან მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები