LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ტყის ხანძრების შედეგად 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

27

ესპანეთში, ვალენსიას პროვინციაში ტყის ხანძრების შედეგად 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ესპანეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირების ცენტრში განაცხადეს.

მეხანძრეები, ლუჩენტეს მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობას უკვე რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. საერთო ჯამში, 2600 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი. ხანძრების შედეგად 20 სახლია განადგურებული.

ხანძრის ჩაქრობაში 600 მეხანძრე და 25 ერთეული ავიატექნიკა მონაწილეობს. სიტუაციას ართულებს ამინდი, ძლიერი ქარი და რეგიონში მაღალი ტემპერატურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები