LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთთან ბრძოლაში ევროპას ლივერპული დაიცავს

93

ლივერპული ესპანეთში გამოეკვეხა. ევროპა ლიგის ფინალისტები ინგლისური ”ლივერპული” და ესპანური ”სევილია” გახდნენ. წელს დიდი შანსი იყო, ორივე ევროტურნირის ოთხივე ფინალისტი ესპანური გუნდები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს პირინეული იდილია ლეგენდარულმა ”ლივერპულმა” დაარღვია.

განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრებში მასპინძლებმა იძალეს და დამსახურებულად გავიდნენ ფინალში.

“სევილიას” შეუძლია ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვოს. ბუნებრივია, ის ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპალიგის ფინალში.

ისე კი “სევილიას” ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოპოვებული, “ლივერპულს” – სამჯერ.

აი ერთმანეთს კი “ლივერპული” და “სევილია” პირველად ხვდებიან.

შეგახსენებთ, ევროპალიგის ფინალი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 18 მაისს გაიმართება.

სევილია-შახტარი   3:1 (2:2)

გოლები: 1:0 გამეირო (9), 1:1 ედუარდო (44), 2:1 გამეირო (47), 3:1 მარიანო (59)

სევილია: სორია – მარიანო, რამი, კარიშო, ტრემულინა (73. ესკუდერო) – კრიხოვიაკი, ნ’ზონზი – კოკე, ბანეგა (89. კრისტოფორო), ვიტოლო – გამეირო (82. იბორა)

შახტარი: პიატოვი – სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი – მალიშევი, სტეპანენკო – მარლოში (84. ველინგტონი), კოვალენკო, ტაისონი (76. ბერნარდი) – ედუარდო (84. დენტინიო)

https://www.youtube.com/watch?v=GoJZ83VOBss

ლივერპული-ვილიარეალი 3:0 (0:1)

გოლები: 1:0 ბრუნო (7 ს. კ.), 2:0 სტარიჯი (63), 3:0 ლალანა (81)

ლივერპული: მინოლე – კლაინი, კ. ტურე, ლოვრენი, მორენო – ჯანი – ლალანა, მილნერი – კოუტინიო (82. ალენი), სტარიჯი (92. ლ. ლეივა), ფირმინო (89. ბენტეკე)

ვილიარეალი: არეოლა – მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა – ჯონათან დოს სანტოსი (73. ბონერა), პინა (60. ტრიგეროსი), ბრუნო სორიანო, დ. სუარესი – სოლდადო (68. ა. ლოპესი), ბაკამბუ

გაძევება: რუისი (71)

https://www.youtube.com/watch?v=4RmoY-UiZEc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები