LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური პრემიერა – „ვერსაჩეს“ ულამაზეს კაბაში გამოწყობილი პენელოპა კრუსი

166

პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი სან-სებასტიანის 65-ე კინოფესტივალს ესტუმრნენ და თავისი ახალი ფილმი „გიყვარდეთ პაბლო“ წარადგინეს. ფერნანდო ლეონ დე არნოას ფილმში მთავარ როლებს სწორედ ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ.

ფილმი პაბლო ესკობარის ცხოვრებას მოგვითხრობს – მის გზას მილიარდებამდე, ძალაუფლებასა და დანაშაულებამდე. ძლევამოსილი ნარკობარონი ჟურნალისტს შეუყვარდება, რომლის მემუარებიც აღნიშნულ ფილმს დაედო საფუძვლად.

წითელ ხალიჩაზე გასასვლელად კრუსმა „ვერსაჩეს“ ულამაზესი კაბა შეარჩია, რომლის ღრმა ჭრილიც 43 წლის ვარსკვლავს სექსუალობას მატებდა. ჰავიერი მეუღლის სილამაზით ტკბებოდა და  მის მიმართ აღფრთოვანებას წითელ ხალიჩაზე, არ მალავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები