LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ESPN-მა ჩემპიონატს სხვანაირად შეხედა: მუნდიალის სიმბოლურის ალტერნატიული ვარიანტი

68

ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია წარადგინა.

მეკარედ ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) შეირჩა.

დაცვის ხაზი ამ ოთხეულმა შეადგინა: კირან ტრიპიერი (ინგლისი), იერი მინა (კოლუმბია), ლუკა ერნანდესი, რაფაელ ვარანი (ორივე საფრანგეთი);

ნახევარმცველებიდან გამოარჩიეს: ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), პოლ პოგბა (საფრანგეთი);

თავდასხმის ხაზი ასე დაკომპლექტდა: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ედენ აზარი, რომელუ ლუკაკუ (ორივე ბელგია).

მწვრთნელად ჩემპიონი დიდიე დეშამი დანიშნეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები