LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთიდან რუსი დიპლომატები გააძევეს

94

ესტონეთმა რუსეთს, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძვეების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ინფორმაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, სანდრა კამილოვმა გაავრცელა.

ესტონეთის პრესმდივანი და რუსეთის ელჩი ტალინში, დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ. უცნობია როდის დეპორტირდებიან რუსი დიპლომატები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფაქტს უადგილო პროვოკაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. ვარაუდობენ, რომ საპასუხოდ შესაძლოა, რუსეთიდან ესპანელი დიპლომატები გამოაძევონ.

ახალი ამბების სააგენტოს Baltic News-ის ცნობით, დიპლომატები, რომლებიც ესტონეთიდან დეპორტირდებიან, დიმიტრი კაზენოვი და ანდრეი შარგაევი, ესტონეთის სიდიდით მესამე ქალაქ ნარვაში ელჩები იყვნენ. ეს ქალაქი რუსეთის საზღვართან მდებარეობს.

მედია ვარაუდობს, რომ რუსი დიპლომატები ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები