LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთიდან საქართველოს 41%-ით მეტი მოგზაური ეწვია

98

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტალინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TOUREST 2018 მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთში საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარდგენილი იყო 2 სახელმწიფო უწყება და 4 ტურისტული კომპანია. კერძოდ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, Free Spirit Tours, Future Travel, Mimino Travel და Georgian Discovery Tours.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, ენახათ საიმიჯო ვიდეო რგოლები და გაესინჯათ ქართული ღვინო. გამოფენაზე გაიმართა შეხვედრა ესტონელ ტუროპერატორებთან.

ტურისტული კომპანიები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო კურორტებით. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, ესტონეთიდან საქართველოს 41%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები