LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება – ირაკლი კიკნაველიძე

152

ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირველი არხისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში სიღარიბის მზარდ ტენდენციაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში სიღარიბე იზრდება და მოსახლეობას ძალიან უჭირს, ეს არის ის, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს ახლა გაიგო ეტყობა ივანიშვილმა და ახლა გადაბრალებას ცდილობს ან ბანკებზე ან მის მიერ არჩეულ ადამიანებზე, როგორიც ბატონი კვირიკაშვილი ან ბატონი ღარიბაშვილი იყვნენ ან საერთოდ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. მაგრამ, პასუხისმგებლობა არც ბანკებზეა, არც კვირიკაშვილზეა, არც ღარიბაშვილსა და ალავიძეზე, არც სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. პასუხისმგებლობა არის მასზე, ადამიანზე, რომელმაც დადო პირობა და აიღო პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე 2012 წელს,“ – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ “ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა და ხალხი ვალებიდან ვერ ამოდის”. მისივე თქმით, ძალიან მძიმედ იმოქმედა მასზე “იუნისეფის” კვლევამ, სადაც როგორც ივანიშვილი ამბობს, ჩანს, რომ “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მდგომარეობა გაუარესდა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ჭარბვალიანობას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ჭარბვალიანობის შესახებ სავალუტო ფონდის კვლევა ქუმსიშვილმა და კვირიკაშვილმა დამალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები