LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა – დავით ჭიჭინაძე

45

„ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რაარაკორექტული,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, დეპუტატ გია ვოლსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ალბათ, კიპლინგისმაუგლიყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რაარაკორექტული. „ქართული ოცნებაზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა, გია ვოლსკიმ, დღეს განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო

ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გვაქვს, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები