LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euronews საქართველოს ტურისტული მიმართულებით დაინტერესდა

95

ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Euronews საქართველოს ტურისტული მიმართულებით დაინტერესდა.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ევრონიუსის“ ჟურნალისტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს მიმართა კითხვით, თუ რატომ უნდა ეწვიონ საქართველოს. გიორგი ჩოგოვაძემ კი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო უნიკალური კულტურის, უნიკალური დამწერლობის ქვეყანაა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო. საქართველო ღვინის სამშობლო და ევროპული ცივილიზაციის სახლია. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს არის ულამაზესი ბუნება, მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, ულამაზესი მთები და ზღვისპირა კურორტები“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე WTM 2017 საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო კომპანიები: Caucasus Travel; IRC; OMNES TOUR; MIMINO TRAVEL; GT-GROUP; COLORS TOUR GEORGIA; AKA GROUP; UNIVERSAL TRAVEL; GEORGICA TRAVEL; EXPLORE GEORGIA; FUTURE TRAVEL; EXOTOUR; VISITGEORGIA; GEORGIAN HOLIDAYS; FREE SPIRIT TOURS.

დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 51 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს ექსპერტი, ბიზნესმენი, ჟურნალისტი და სტუდენტი დაესწრო. ლონდონის გამოფენაზე 5 000-მდე ტურისტული მიმართულება და კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენა დიდ ბრიტანეთში 37 წელია იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები