LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს

102

Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადებული 30 წამიანი ვიდეორგოლი Euronews-ის ეთერით კვირაში 28 ჯერ იტრიალებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანია 12 კვირა გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, სარეკლამო რგოლის პარალელურად, ზაფხულის ტურისტული კამპანიის ფარგლებში Euronews საქართველოს შესახებ უსასყიდლოდ ამზადებს რეპორტაჟების ციკლს:

Adventures – 3 სიუჟეტი, აქედან ერთი სიუჟეტი დაეთმო ოკაცეს კანიონს, მეორე გუდაურს, მესამე კი კურორტ გოდერძის; Postcards – 6 სიუჟეტი; Taste – 3 წუთიანი რეპორტაჟი ქართულ კერძზე; Cult – 3 წუთიანი რეპორტაჟი კულტურულ ღონისძიებაზე, სიუჟეტები Euronews-ის ეთერით მრავალჯერ გადაიცემა. სატელევიზიო ეთერის გარდა რეპორტაჟები Euronews.com-ზე აიტვირთება. სიუჟეტის განთავსებიდან 7 დღის მანძილზე ყველა სარეკლამო სივრცე საქართველოს რეკლამას დაეთმობა.

ცნობისთვის, Euronews 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები