LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ზაზა სარალიძის ორგანიზებულ აქციას ეხმაურება

97

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მიუხედავად იმისა, რომ სახალხო გამოსვლები უამრავ ხალხს კრებს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მაინც სულ არსებობს ეჭვნარევი დამოკიდებულება აქციის შინაარსის, აქციის ორგანიზატორის, მისული ხალხის გულწრფელებასთან დაკავშირებით.
მესმის, რომ თეთრი ხმაური ბარიგები “ეგონათ”, ან რუსეთის ოკუპაციის გაპრიტესტებას “ნაცებს” მიაწერენ… მაგრამ, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც მოზარდი შვილები სასტიკად დაუხოცეს, მათი გაბრაზების, მათი პროტესტის, მათი სიტყვების იქით რაღაცეების ძებნა დაიწყო?”-წერს რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები