LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ევექსის” ახალი ცენტრი დიდ დიღომში გაიხსნა

536

“სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” დიდ დიღომში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ადგილზე მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

როგორც სამედიცინო კორპორაციაში აცხადებენ, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში.

მათივე ცნობით, ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ.

ცნობისთვის, ამბულატორიული ცენტრი დიდ დიღომში, პეტრიწის ქ. #16-ში გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები