LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2020-ის ფული დათვლილია: რამდენს მიიღებს ჩემპიონი

70

ცნობილი გახდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული თუ რა თანხას მიიღებს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ყრილობაზე საპრიზო თანხების ოდენობა განისაზღვრა: სრული საპრიზო რაოდენობა 371 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის ყველა ნაკრები (24) 9.25 მილიონ ევროს მიიღებს. ჯგუფურ ეტაპზე მოგებული შეხვედრისათვის, ნაკრები – 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, ფრედ დასრულებული შეხვედრის შემთხვევაში – 750 ათას ევროს.

ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გასული ნაკრებები 2 მილიონ ევროს მიიღებენ ბონუსად. 1/4-ფინალისტები 3.25 მილიონ ევროს, ხოლო 1/2-ფინალში გასვლისათვის ნაკრებები 5 მილიონ ევროს მიიღებენ.
ევრო 2020-ის გამარჯვებული 10 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალში დამარცხებულს კი 7 მილიონი ევრო ერგება.

ევროპის ჩემპიონატი 12 ქალაქში, 2020 წლის 12 ივნისს აიღებს სტარტს და 12 ივლისს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები