LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრობასკეტის წილისყრა: დღეს საქართველო ისრაელის ან ფინეთის ჯგუფში წავა

82

განთესვის კალათები, რაც აქამდე არაოფიციალურად იყო ცნობილი, ფიბა-მ ევრობასკეტ 2017-ის წილისყრამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდი 6 კალათაში განითესა. შესაბამისად, თითოეულში 4 ნაკრები მოხვდა და 22 ნოემბერს, სტამბოლში დაგეგმილ კენჭისყრაზე ტურნირის მონაწილე გუნდები ჯგუფებში განაწილდებიან.

წინანდელის მსგავსად, 2017 წლის ჩემპიონატსაც 4 ქყვეყანა მასპინძლობს. შესაბამისად, თითო ჯგუფი თითო ქყვეყანაში – თურქეთში, ისრაელში, რუმინეთსა და ფინეთში ჩატარდება. ჯგუფებიდანგასული გუნდები პლეი ოფის სათამაშოდ თურქეთში შეიკრიბებიან. ისევე როგორც, 2 წლის წინ, მასპინძლებმა ახლაც პარტნიორი ქვეყნები აირჩიეს, რომლებიც, ცხადია, კენჭისყრაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას.

ისრაელმა ლიტვა აირჩია, რუმინეთმა – უნგრეთი, თურქეთმა – რუსეთი, ხოლო ფინეთმა – ისლანდია. თანამასპინძლად არჩეული 4 ნაკრებიდან 2 ჩვენი, განთესვის მე-4 კალათიდანაა. შეგახსენებთ, რომ განთესვის მეოთხე კალათაში საქართველოსთან ერთად რუსეთი, სლოვენია და უნგრეთი მოხვდნენ. რაკი რუსეთი თურქეთმა აირჩია, ხოლო უნგრეთი რუმინეთმა, საქართველოს ნაკრებს ამ ქყვეყნის ჯგუფებიდან ფეხი ამოეკვეთა. ანუ წილისყრაზე საქართველო ან ისრაელის ჯგუფში აღმოჩნდება, ან – ფინეთისაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შესარჩევი ჯგუფის მოგების შედეგად გავიდა და ამის გამო აღმოჩნდა მე-4, საკმაოდ ძლიერ განთესვის კალათაში. შესაბამისად, ჩვენს შესარჩევ ჯგუფში მეორეზე გასული მონტენეგრო მე-5 კალათაშია და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც, რომელიც 2017 წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება, ეს მძლავრი ბალკანური ქვეყანა ჩვენი მეტოქე იყოს.

ევრობასკეტ 2017-ის კენჭისყრა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც დაესწრება, თურქეთის ქალაქ სტამბოლში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

5jwskmp-7ucqvolu3965uw
ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე შენგელიას ინტერვიუ, სადაც სწორეთ კენჭისყრაზე და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზეა საუბარი.

“ცხადია, არჩევანს ისრაელის სასარგებლოდ ვაკეთებ, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ჰელსინკში კი ასე არაა. ქომაგები დარბაზში მრავლად მოვლენ და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც – შინ. როდესაც გულშემატკივარი შენთანაა და გამხნევებს, ეს დიდებული გრძნობაა.

ასე რომ, რაც უფრო მეტი ქართველი იქნება ჩვენს გვერდით, მით – უკეთესი. საკვალიფიკაციო მატჩების დროს თბილისურ დარბაზში წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. მართლაც ძნელია იმის აღწერა, რაც ამ თამაშებზე ხდებოდა, ეს კი გუნდის შედეგებზეც აისახა”, – ამბობს შენგელია.

თუკი ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელად იქნა და ჩემპიონატს სასურველ კონდიციებში შეხვდა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძლიერი გუნდი გვეყოლება. და თუკი სასურველი შემადგენლობით ვიქნებით, მგონი, აღარც უნდა ვიფიქროთ, რომელი მეტოქეები გვერგებიან. ბოლო-ბოლო, თუნდაც ყველაზე ძლიერ ნაკრებებს ერთ კონკრეტულ მატჩში შევხვდებით და თუკი 100%-ით დავიხარჯებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

კალათბურთში ჩვეული ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან აგებ თუ სასურველ დონეზე არ თამაშობ. ამასთან, თუკი მოედანზე ყველაფერს ტოვებ, ფავორიტის ძლევაც შესაძლებელია. ჩემთვის ძლიერ გუნდებთან თამაში გაცილებით სასიამოვნო და აზარტულია. მათთან გამარჯვებას სხვა გემო აქვს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები