LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთის აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს

45

ევროკავშირი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დღეს ისე,  როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, რუსეთის სამხედროების ყოფნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ვალდებულების უგულვებელყოფა, რომელიც თავად რუსეთმა აიღო 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით. ევროკავშირი კვლავ ჩართულია კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე ევროკავშირის თანათავმჯდომარის მონაწილეობის გზით. ამავე დროს, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს.

„საქართველო ახლა წარმოადგენს დემოკრატიის მოდელს და მისაბაძ მაგალითს რეგიონისთვის,” – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები