LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთის დასჯას განაგრძობს: ეკონომიკური სანქციები გახანგრძლივდა

27

ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„ჩვენ ემანუელ მაკრონთან ერთად, მოხსენება გავაკეთეთ მინსკის პროცესისა და ნორმანდიულ ფორმატში მუშაობის პროცესის შესახებ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ დავაფიქსიროთ, რომ ამ კუთხით მცირე პროგრესი გვაქვს. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამიტომ, ამგვარ ვითარებაში, ყველამ ერთად დავუჭირეთ მხარი სანქციების გახანგრძლივებას“, – აღნიშნა მერკელმა.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება და მისი გახანგრძლივება 2018 წლის 31 იანვრამდე მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები