LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოს დამატებით ორ ახალ საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს

169

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან 2018 წელს ხელს მოაწერს შეთანხმებებს ახალი საბიუჯეტო დახმარებების გამოყოფაზე. კერძოდ, საუბარია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომლის მოცულობაა 47 მლნ ევროს ფარგლებში, ასევე პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამაზე (დაახლოებით 50 მლნ ევრო).

ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე – ევროპის საგარეო ინვესტიციების გეგმაზე, რომლის გამოყენებასაც საქართველო ასევე შეძლებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი თავის თანამონაწილეობას 4 მლრდ ევროდან 41 მილიარდიან ფონდამდე ზრდის.

„ამ ინსტრუმენტის ქვეშ, პირველ რიგში, მოხდება რისკების გაზიარება იმ ინვესტიციებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება. გარდა ამისა, გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ტექნიკური დახმარება, რათა შევიმუშავოთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები იმ საუკეთესო შესაძლებლობებისა და ინვესტიციებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, განხორციელდეს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, რომ თანხები ევროპის საინვესტიციო ფონდიდან მოვიზიდოთ, რომლის ჯამური ოდენობაც 41 მლრდ ევროა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები