LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს

36

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო ეტაპი შორს არ არის.

იანოშ ჰერმანი საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს.

“არ შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ. ეს საკმაოდ გრძელი გზა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველომ ძალიან კარგად გაართვა ამ პროცესს თავი და ყველა პირობა წარმატებით შეასრულა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთად ვმუშაობდით. მას შემდეგ, რაც თარიღი ცნობილი გახდება, ეს ფაქტი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისთვის ძალიან პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება”, – განაცხადა ჰერმანმა.

იანოშ ჰერმანი

 

ამასობაში, ევროპარლამენტმა დროებითი შეჩერების მექანიზმზე ყველა საჭირო პროცედურა დაასრულა და რეფორმირებული რეგულაცია დაამტკიცა.

წევრი ქვეყნები საჭირო პროცედურებს თვის ბოლომდე დაასრულებენ, რის შემდეგაც დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

ძალაში რჩება საქართველოსთვის მიცემული დაპირება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა დაადასტურა, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ბოლო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ხელი 1 ან 2 მარტს მოეწერება.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა.

პოპულალურები