LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

77

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სანქციები კიდევ ექვსი თვით, ანუ 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დაწესებული ზომები რუსეთის საბანკო, ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებთან თანამშრომლობას ზღუდავს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადა ივლისის ბოლოს იწურებოდა.

გადაწყვეტილებას ევროკავშირი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები