LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება

28

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  განაცხადა.
„ ჩვენ ველოდებით საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვას, რაც დადებითი მნიშვნელობის ღონისძიებაა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას და განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება საქართველოში. ახლახან გამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში, სადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა მოხსენიებულია, როგორც ყველაზე ღრმა პარტნიორობის მქონე ქვეყნად და ასევე დადებითადაა შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროს კუთხით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები