LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოვიდნენ

52

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლიეტუასლატვიისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი სტუმრობენ.

ევროპის მაღალჩინოსნები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მივიდნენ, სადაც პატივი მიაგეს პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტის ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და პატივს მიაგებენ ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ევროპელი მაღალჩინოსნები  საქართველოს მთავრობის წევრებს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას, ასევე საუბარი შეეხება რუსეთ- საქართველოს კონფლიქტს და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ვითარებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საქართველოს ტრანსატლანტიკური და პროევროპული მისწრაფებებს.

„ჩვენი ვიზიტით გვინდა, გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე თქვენი ქვეყნის ტრანსატლანტიკური და პროევროპული მისწრაფებების მიმართ, კმაყოფილი ვართ ბრიუსელში ნატოს სამიტის შედეგით, რომ საქართველოსთვის ნატოს და ალიანსის კარი ღია რჩება,“- განაცხადა იაცეკ ჩაუტოვიჩიმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი, აღნიშნავს, რომ ევროპის წევრი ქვეყნების ლიდერების ვიზიტი საქართველოში არა მარტო მხარდაჭერის და სოლიდარობის დემონსტრირებაა, არამედ იმ სერიოზული კონსოლიდაციის, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ახდენს ყველა საერთაშორისო ფორმატში, კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ზალკანიანი ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რაზეც თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

„ეს არის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის და სოლიდარობის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, არა მარტო მხარდაჭერის და სოლიდარობის, არამედ იმ სერიოზული კონსოლიდაციის, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ახდენს ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. 10 წელიო გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, სამწუხაროდ, ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს სერიოზული დარღვევები ადამიანის უფლებების, არამარტო დარღვევები არამედ მკვლელობის ფაქტები, რაზეც აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყოს ძალიან მკაფიო და მკვეთრი რეაგირება,“ – აცხადებს დავით ზალკანიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები