LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 33%-ით გაიზარდა

94

ევროკავშირისა და დსთ-ს ბაზრებზე საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 849 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარი იყო (33 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 654 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, აქაც ზრდაა – საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში 1027 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, წლიურად 35%-იანი ზრდა ფიქსირდება. 61%-ით გაიზარდა ექსპორტი, 295 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 731 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი).
ცნობისთვის, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) ჯამში 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები