LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი თითქმის 19 პროცენტით გაიზარდა

98

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1940.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5627.2 მლნ. აშშ დოლარს (7.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 3686.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1515.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2064.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 462.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (18.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1602.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობითვე, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 2428.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 31.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 785.4 მლნ. აშშ დოლარი (59.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1642.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.0 პროცენტით მეტი).

2017 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია:  თურქეთი (1117.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (806.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (640.6 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 309.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 237.2 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 149.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.7 პროცენტი შეადგინა

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 487.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 338.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 258.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.6 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები