LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 146 მოქალაქე არ შეუშვეს

73

საქართველოს 146 მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ შეუშვეს. 3 თვიან სტატისტიკურ მონაცემებს ipn.ge შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის უფლება საქართველოს აღნიშნულ მოქალაქეებს 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით არ მიეცათ.

შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და რამდენი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში 90-დღიანი წესების დაცვით.

თუმცა, ცნობილია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ქვეყანა 1 005 183-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა „ფორტუნამ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან გამოითხოვა.

რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, 28 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში სულ 989 918 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში და ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები