LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 23.7%-ით გაიზარდა

44

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 786.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 824.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 863.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (547.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (421.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (363.3 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობითვე, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 070.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 241.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 828.4 მლნ. აშშ დოლარი (26.3 პროცენტით მეტი). დსთ-ის ქვეყნებთან კი საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 320.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 28.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 430.0 მლნ. აშშ დოლარი (45.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 890.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.7 პროცენტით მეტი).

2018 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 135.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 114.8 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 90.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9.4 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 251.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 164.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 151.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.4 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები