LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა

33

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 4 392.3 მლნ აშშ დოლარს (22.9%ით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8%. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3%-ით აღემა ტება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებითვე, ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 644.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 367.8 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 1 276.7 მლნ აშშ დოლარი. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 037.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 33.9%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 720.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1 317.1 მლნ. აშშ დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები