LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შეწყდეს

36

„ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში შევიდეს,“ –  ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამიტი ოქტომბერშია დაგეგმილი.

თუ ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც თურქეთთან ურთიერთობების თემა იქნება გამოტანილი, კანცლერს სურს კოლეგებთან მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხის განხილვა“, – განაცხადა ზაიბერტმა.

მისი თქმით, ახლა თურქეთთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია და განხილული იქნება შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საკითხი“. 

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახლა თურქეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები