LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა – ირაკლი კობახიძე

126

საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმების წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს წარმატება ყველას: პარლამენტს, მთავრობას და სამოქალაქო სექტორს. საქართველო უკვე უპირობოდ აღიარებულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, თუმცა ეს ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების განსახილველად ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა, რადგან პარლამენტი იყო თანამედროვე ქართული დემოკრატიის აკვანი და რჩება დემოკრატიის მთავარ საყრდენად საქართველოში.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ დღევანდელ დისკუსიებში. ასევე, მიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

“სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება – მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას. ასე, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სპიკერმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები