LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა აშშ-ს პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა

48

ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს პასუხობენ. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომისიის დადგენილებით, 2.8 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელს 25% საბაჟო გადასახადი დაუწესდება. დადგენილება ძალაში 22 ივნისიდან შევა.

ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ის პროდუქციაზე გადასახადების დაწესებას მხარი 14 ივნისს დაუჭირეს.

აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს ჩინეთმა და რუსეთმაც უპასუხა.

დონალდ ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახდი დაწესდა, რომელიც 31 მაისს ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები