LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ოფიციალურად გაუგრძელა ვადა

84

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრამდე ოფიციალურად გაუგრძელა. გადაწყვეტილება ეხება მოსკოვისთვის ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის 2014 წელს დაწესებულ სანქციებს.

საბოლოო გადაწყვეტილება 5 ივლისს იქნა მიღებული მას მერე, რაც 29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე სანქციების ვადის გაგრძელებას მიემხრნენ ევროკავშირის ლიდერები.

ამ ზომებმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა რუსეთის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები