LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა

74

ევროკავშირმა რუსეთის 150 მოქალაქისა და 38 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. პოლიტიკური გადაწყვეტილება, სანქციების მიმდინარე წლის 15 მარტამდე მოქმედი პაკეტის 15 სექტემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ მიიღო.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ზაფხულში დააწესა, აღმოსავლეთ უკრაინაში მის მიერ განხორციელებული დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები