LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, დსთ-სთან კი შემცირდა

86

2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი -9852 მლნ. აშშ დოლარს (27 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7233 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7738 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1658 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც საქსტატში განმარტავენ, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 32, 29 და 33 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2015 წელს 34 პროცენტი).

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წელს 20 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები