LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარი ხელისუფლებას ურჩევს ომბუდსმენის კრიტიკიკისგან თავი შეიკავოს

58

სახალხო დამცველსა და ხელისუფლებას შორის მწვავე უთანხმოებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველის, ,უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ განცხადებებს ეხმაურება. მან იუსტიციის მინისტრის, ,თეა წულუკიანის გამონათქვამები ომბუდსმენზე შეტევად შეაფასა და მას თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კომისარმა Front News International-თან ინტერვიუში განაცხადა.

კომისარი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სახალხო დამცველის რეპუტაციას.

 

“მიუღებლად მიმაჩნია სიტყვიერი თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე. დაჟინებით მოვუწოდებ საჯარო დებატებში მონაწილე ყველა მხარეს საქართველოში, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს სახალხო დამცველის რეპუტაციასა და მის უწყებას, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის საზოგადოებრივ აღქმაზე,“- განაცხადა ევროკომისარმა.

შეგახსნებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილს “უსამართლო ომბუდსმენი” უწოდა.