LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა არ ფართოვდება: მსოფლიომ ადგილები დაინაწილა

100

ბაჰრეინის ქალაქ მანამეში გამართულ სხდომაზე ფიფას საბჭომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისათვის საფეხბურთო კონფედერაციების კვოტებთან დაკავშირებული პროექტის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, უეფამ 48-დან 16 ადგილი მიიღო.

ჩემპიონატის გაფართოება ევროპას თითქმის არ შეეხება. დანარჩენი ადგილებიდან აზიის საფეხბურთო კონფედერაციას 8,5 კვოტა ერგო, აფრიკას 9,5. კონკაკაფისა და კონმებოლის კვოტები თანაბარია – 6,5. ოკეანეთის კვოტად 1,5 განისაზღვრა.
დარჩენილი ორი ადგილი საკონტინენტთაშორისო ტურნირზე გათამაშდება, რომელშიც უეფას გარდა ყველა კონფედერაციის თითო წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

მასპინძელი ქვეყნის ადგილი ავტომატურად გამოაკლდება იმ კონფედერაციას, რომელსაც ქვეყანა ეკუთვნის.

აღნიშნული გადაწყვეტილების დამტკიცება საბოლოოდ სავარაუდოდ დღეს გასამართ ფიფას კონგრესზე მოხდება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე პირველად ისტორიაში, მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.
აშშ-მ, კანადამ და მექსიკამ ტურნირის მასპინძლობის სურვილი უკვე გამოთქვეს და ერთობლივი განაცხადიც შეიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები