LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა პუტინმა უნდა მართოს

81

ვლადიმირ პუტინმა ევროპა უნდა მართოს, ხოლო დონალდ ტრამპი აშშ-ს „ფანტასტიური“ პრეზიდენტი იქნებოდა, – განაცხადა „ფორმულა 1“-ის ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა.

85 წლის მილიარდერმა ისიც თქვა, რომ ასი პროცენტით ეთანხმება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას.
როდესაც ლონდონში გამართულ ევროპის რეკლამის კვირეულზე ბიზნესმენს შეახსენეს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის დიდი თაყვანისმცემელია, მან უპასუხა: „მან (პუტინმა) უნდა მართოს ევროპა“.
შემდეგ დასაზუსტებლად ჩაეკითხნენ: ბრიუსელიდან ხომ არ უნდა მართოსო. ბიზნესმენმა კი უპასუხა: „არა, ბრიუსელი თავიდან უნდა მოვიშოროთ, პუტინი კი მეთაური იყოს“.
მერე ვლადიმირ ვლადიმირს ძე კიდევ აქო, რასაც დონალდ ტრამპის ქებაც მოაყოლა.

Forbes-მა 2014 წელს ეკლსტოუნის ქონება 4.2 მლრდ დოლარად შეაფასა და შეძლებულ ბრიტანელებს შორის მე-12 ადგილზე დააყენა.
ამავე წელს ფულიანი მოხუცი მიუნხენში სასამართლოს წინაშე წარდგა მრავალმილიონიანი ქრთამის მიცემისთვის. მას 10 წლით ციხე ელოდა, თუმცა სასამართლომ საქმე შეწყვიტა და „ფორმულას“ თავკაცს 100 მლნ დოლარი გამოართვა.
ამბობენ, მოსამართლემ ეჭვიმიტანილის საპატივსაცემო ასაკი გაითვალისწინაო. ვინ იცის, იქნებ, ჯიბის ზომაც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები