LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, სახალდო დამცველის აპარატი გააძლიეროს

74

„მივმართავთ მთავრობას, გააძლიეროს სახალხო დამცველის აპარატი და ამავე დროს, ყურადღება მიაქციოს ვენეციის კომისიის რჩევებს,“ – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალასტერმა „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური კუთხით.

“მოვუწოდებთ საქართველოს, კიდევ უფრო გააძლიეროს ძალისხმევა შემდგომი რეფორმების გასატარებლად ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო, უმცირესობების უფლებების დაცვა და ა.შ. ამ სფეროებში რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი”,- აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.

ევროპარლამენტის წევრმა ისაუბრა მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, აუცილებელია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა, ამ კუთხით კი, მაკალისტერი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „რუსთავი 2“-ის საქმე და იმედს გამოთქვამს, რომ სწორი გამოსავალი იქნება ნაპოვნი.

ევროკავშირის დელეგაცია თბილისში შეხვედრების დასრულების შემდეგ  ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებს და მოსახლეობას გაესაუბრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები