LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, რამ განაპირობა პოპულისტური ნაბიჯების ასახვა კონსტიტუციაში – გიორგი ტუღუში

91

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ტუღუშის, განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წევრები მათთან შეხვედრის დროს ძირითადად საკონსტიტუციო პროცესით და აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესდნენ.

ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მისივე თქმით, ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობასაც.

„ასევე საუბარი იყო ზოგადად ქალ კანდიდატებზე ადგილობრივ არჩევნებში. მათ აიტერესებდათ, რამდენი ქალი კანდიდატი ჰყავს ევროპულ საქართველოს, რამდენი ჰყავს სახელისუფლებო პარტიას. მათ დასვეს შეკითხვები პრეზიდენტის არჩევის წესზე, ასევე პარლამენტის არჩევის წესზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. თუმცა, ორი თემა, რომელიც ასევე ძალიან აინტერესებთ ევროპარლამენტარებს, ეს არის მიწების მიყიდვის აკრძალვა უცხოელებზე და ასევე ოჯახის დეფინიცია, რომელიც მათი მხრიდან იყო მსჯელობის საგანი ჩვენთან, მათ აინტერესებდათ, რამ განაპირობა ეს პოპულისტური ნაბიჯები უმრავლესობის მხრიდან, რომ ეს ასახულიყო კონსტიტუციაში,“ – განაცხადა ტუღუშმა.