LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტი და ევროსაბჭო შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ – ნარალია საბანაძე

74

დღეს დილით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი განიხილეს ევროკავშირის ელჩებმა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის წინ წარუდგინეს პარლამენტს, – 2030.news-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით დავა ძირითადად ერთ პუნქტზე მიდიოდა, თუ რამდენი ხნით ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი წევრი სახელმწიფოების მიერ პარლამენტის ჩართვის გარეშე.

“შეთანხმება მიღწეულია, რომ 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეჩერება. თუ ცხრა თვის შემდეგ კვლავ გაგრძელდა უვიზო რეჟიმი, მაშინ უკვე პარლამენტიც ჩაერთვება. კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა გულისხმობდა ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეთანხმებას. ამ საკითხს საბჭო განიხილავდა ელჩების კონფიგურაციით, ხოლო პარლამენტი მომხსენებლის სახით იყო წარმოდგენილი. ამ ორ მხარეს შორის შედგა შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა”,- განაცხადა საბანაძემ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საბჭოს მიერ წარდგენილ ვარიანტს პარლამენტი განიხილავს, შემდეგ კვლავ ელჩებს დაუბრუნდებათ, რომლებმაც ხელმეორედ უნდა დაადასტურონ შეთანხმება. ამ დროისთვის გაირკვევა საბჭოსა და პარლამენტის საბოლოო პასუხიც. 8 დეკემბერს კი, უკვე კომიტეტი განიხილავს და ალბათ დაადასტურებს.

„შემდეგ უკვე საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა გაიტანონ. თუ მოესწრება, შეიძლება უკვე მომავალ კვირას გავიდეს, თუ არადა  – შემდეგ პლენარულ სხდომაზე“,- აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები