LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტი კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის საკითხზე დებატებს გამართავს

16

„ევროპარლამენტი კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის საკითხზე დებატებს გამართავს,“ – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, ანტონიო ტაიანიმ, განაცხადა.

მე ველაპარაკე ესპანეთის პრემიერმინისტრ მარიანო რახოის. კატალონიაში მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ ევროპარლამენტი კონსტიტუციის, ესპანეთში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების საკითხებზე დებატებს ჩაატარებს, – დაწერა ტაიანიმ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარში, გაიმართება.

კატალონიაში რეფერენდუმი სამი დღის წინ ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავებულია 893 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები