LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში რუსეთის პროპაგანდის საკითხი განიხილეს

40

ევროპარლამენტში რუსეთის პროპაგანდის საკითხი განიხილეს. ევროპელი კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლის საინფორმაციო კამპანია ევროპაში დემოკრატიული წესრიგის ძირის გამოთხრისა და ევროსკეპტიციზმის გაღვივებისკენ არის მიმართული.

მათი შეფასებით, მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას კრემლი განიხილავს, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის მისაღებ საშუალებას.

ევროკავშირის საინფორმაციო უსაფრთხოების დასაცავად დეპუტატებმა მთელი რიგი წინადადებები განიხილეს, მათ შორის, ხარისხიანი მედიასაშუალებების მხარდაჭერა, მოსახლეობის განათლების გაუმჯობესება და დაფინანსების გაზრდაა.

დებატები სტრასბურგში საათ-ნახევარს გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები