LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში აღადავდნენ: ინგლისში ბიძა კაცს დასცინეს, იტალიაში ინსინიეს (ფოტო-ვიდეო)

121

იტალიაში კიდევ ერთხელ დასცინეს ლორენცო ინსინიეს: „ნაპოლის“ ჩია ფორვარდს ტანმაღალი ბავშვები მიუჩინეს.
ფეხბურთელი არ გაბრაზებულა.

„მილანთან“ ბოლო თამაშის წინ ინსინიეს ისეთი ბავშვები დაუყენეს, რომლებიც ბავშვებს სულას არ გავდნენ და ფეხბურთელს სიმაღლის ნაკლებობის გრძნობა გაუღვივეს.

ლორენცოს ამგვარად პირველად როდი ეკაიფებიან – მის კამპანიაში აუცილებლად ყველაზე ტანმაღალი ბავშვი მიდის ხოლმე.

ინსინიეს სიმაღლე 1 მეტრი და 63 სანტიმეტრია.

სახალისო ეპიზოდი ინგლისშიც დააფიქსირეს. „ოლდ ტრაფორდზე“ ბიძას ჩაეძინა და მის თავზე პირამიდა ააგეს.
„მანჩესტერის“ თამაში „ვესტ ბრომვიჩთან“ იმდენად უღიმღამო იყო, რომ ბევრს ჩაეძინებოდა, ერთმა კი საბედისწეროდ ნაღდად ჩათვლიმა და მის მოტვლეპილ თავზე უმალ ყავის ჭიქები აღმოცენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები