LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ძლიერი ყინვაა, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

124

ევროპაში უჩვეულო სიცივეა. “ბიბისის” ინფორმაციით, ტემპერატურა ევროპის ქვეყნებში პირველი იანვრიდან დაეცა.

ბოლო ორი დღის მანძილზე სიცივეს 20 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მიგრანტები და უსახლკაროები.

პოლონეთში გარდაცვლილების რაოდენობამ 10-ს მიაღწია, აქ ტემპერატურა -14-20 გრადუსამდე დაეცა.

იტალიაში 7 ადამიანია გარდაცვლილი და ახლაც ძლიერად თოვს.

გერმანიის სამხრეთით, მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მინუს 26 გრადუსამდე დაეცა, ქვეყნის ბევრ საავტომობილო ტრასაზე ლიპყინულია.

პრაღაში, ჩეხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული ღამე ყველაზე ცივი იყო. ტემპერატურამ იქ სამი ადამიანი იმსხვერპლა.

სულ მცირე სამი ლტოლვილი გარდაიცვალა ბულგარეთში.

ანომალიური ყინვაა მოსკოვშიც, გასულ ღამეს რუსეთის დედაქალაქში მინუს 30-ზე ნაკლები იყო ჰაერის ტემპერატურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები